Our Gallery

დაგვიკავშირდით

კომპანია სათავეს იღებს 2018 წელს, როცა პირველად დავიწყეთ ქართველი ბიზნესმენებისა და ჩინელი მომწოდებლების დაკავშირება. მას შემდეგ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, როგორც შესყიდვებში, ისევე ჩინეთში საქმის წამოწყებასა თუ კვლევებში. ქართველი ხელმძღვანელობით, გუნდები დაკომპლექტებულია ქართველი და ჩინელი მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, გეხმარებით ჩინეთიდან ყოველ საექსპორტო საკითხში, უსაფრთხო და სარფიან გადაწყვეტილებებში.

ამჟამად გვაქვს ოთხი ფილიალი, ჩინეთში (2 ფილიალი), უზბეკეთსა და საქართველოში. სათაო ოფისი მდებარეობს იუანის (Yunnan) პროვინციაში, ქალაქი ქუნმინში (Kunming).

ჩვენი მისიაა

ჩვენი მისიაა ჩინეთის ბაზარი მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ. გვაქვს მისწრაფება შევიტანოთ წვლილი და ვიმოღვაწეოთ დიდი აბრეშუმის გზის პროექტის განვითარებაში, რაც ნიშნავს გავაუმჯობესოთ სავაჭრო ურთიერთობა, შევქმნათ ნამდვილი ღირებულებები საერთაშორისო ვაჭრობაში, სერვისებს ვთავაზობთ გლობალურად.

გარდა კომერციული საქმიანობისა, ვმუშაობთ რომ წვლილი შევიტანო საქართველოსა და ჩინეთის უკეთ გაცნობის, მეგობრობასა და საერთო პროექტების განხორციელებაში.

ჩვენი უპირატესობა

შესწავლილი გვაქვს ყოველი სარფიანი გზა ვაჭრობისთვის. ისევე როგორც, კარგად ვიცნობთ კულტურას და ბიზნეს ეტიკეტს, რაც ფუნდამენტურია ჩინეთში საქმიან ურთიერთობებში. გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩვენი სერვისით, მომხმარებლები ყიდულობენ საქონელს 10-დან 30 პროცენტამდე იაფად, ვიდრე ყიდულობენ (GZ/SZ/YI) ჩვეულებრივი გზებით.

[ +]
შესრულებული შეკვეთები
[ +]
პარტნიორები SILK MEMBERS
[ +]
დაჯილდოებები და სერტიფიცირებები
[ ]
ოფისები
ჩვენი სერვისები

გთავაზობთ ოთხპუნქტიან სერვისს

ხშირად დასმული კითხვები

რა არის მინიმუმი პროდუქტის რაოდენობა შეკვეთისთვის?

პროდუქტის შესასყიდი ბიუჯეტი უნდა იყოს ისეთი, რომ მწარმოებელი დაინტერესდეს. თანხა უნდა აღემატებოდეს USD5000. ეს არის მინიმუმი რაც საშუალებას მოგვცემს დავიჭიროთ საქმიანი ურთიერთობა საწარმოსთან.

რა ღირს თქვენი სერვისი?

დამოკიდებულია შეკვეთაზე, უხეშად სერვისის ღირებულება მერყეობს შესასყიდი თანხის 2-10%-მდე. შეკვეთის სიდიდის თანახმად პროცენტულობა იკლებს. გამოცდილება აჩვენებს, რომ ჩვენი სერვისით დამკვეთი პროდუქტს იძენს 10-იდან 30 პროცენტამდე უფრო იაფად ვიდრე სხვა გზებით შეძენისას.

პროდუქციის საქართველომდე ჩამოტანას უზრუნველყობთ?

გეხმარებით ყოველ ეტაპზე პროდუქტი აღმოჩნდეს სასურველ ადგილზე, თუმცა, ჩვენ არ ვართ დაკავებული ლოჯისტიკით. გამუდმებით ვადევნებთ თვალს ბაზარს. საჭიროებისამებრ შეგვიძლია შეგირჩიოთ საუკეთესო გზა ლოჯისტიკისთვის.

ყოველ შეკვეთაზეა იღებთ სერვისის საფასურს?

ღია ვართ საქმიანი ურთიერთობებისთვის. თუ თქვენ გჭირდებათ ხშირი შეკვეთების განხორციელება, გვაქვს SILK Membership სერვისი, რითიც შეიძენთ საიმედო პარტნიორს ჩვენი სახით. ეს მოგცემთ კიდევ უფრო იაფ სერვისზე წვდომას.

[ silkaccess]

ჩვენ შესახებ