სერვისები
- silkaccess
- სერვისები
გთავაზობთ სერვისს რომელიც მოიცავს სრულ საექსპორტო მომსახურებას.
ჩვენი ძირითადი მომსახურება შედგება ოთხი პუნქტისგან.

ძიება
პირველადი კვლევა გვაძლევს ბაზრის უხეშ სურათს; საწარმოების, პროდუქციის და მათი ფასების. საჭიროა მოგვაწოდოთ სასურველ პროდუქტზე სრულყოფილი ინფორმაცია, შემდეგ ვიწყებთ მწარმოებლების ძიებას, გავფილტრავთ და შევარჩევთ საუკეთესო ვარიანტებს. პირველადი კვლევის შედეგი აჩვენებს ბაზრის სურათს და უხეშ ფასებს. ამის შემდეგ თავად წყვეტთ რომელ საწარმოსთან დაიჭიროთ ურთიერთობა და ვიწყებთ მოლაპარაკების პროცესს.

მოლაპარაკება
ეს არის მთავარი ფაქტორი საქმეში. გვაქვს გამოცდილება სწორად წარვმართოთ დავალება. ჩვენი მენეჯმენტის ქვეშ, კვალიფიციური ჩინელი თანამშრომლები ასრულებენ მოლაპარაკებას ლოკალურ ენაზე, რათა მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს. დავიცვათ თქვენი ინტერესები და მივიღოთ მაქსიმალური რეზულტატი. ვიქნებით თქვენი წარმომადგენელი, ან უშუალოდ თქვენთან ერთად ვაწარმოებთ მოლაპარაკებას.

ხარისხის კონტროლი
ინსპექციის დაგეგმარება, როგორც თანამშრომლის ფიზიკური ვიზიტი, ან საერთაშორისო აკრედიტირებული კომპანიის ინსპექცია. ამავდროულად, შევისწავლით კონკრეტული მეწარმის გამოცდილებას, სერტიფიცირებას, ისტორიას, სანდოობას, კომპანიის მასშტაბს და მათ მოღვაწეობას. საჭიროებისამებრ გავგზავნით თანამშრომელს საწარმოში, მოვახდენთ პროდუქტის ადგილზე შესწავლას. დავგეგმავთ ვიდეო შეხვედრებს, დავესწრებით შეფუთვის და გამოგზავნის პროცესებს.

ლოჯისტიკა
გამუდმებით ვადევნებთ თვალს ლოჯისტიკური კომპანიების პირობებს, შერჩეული გვყავს და ვთანამშრომლობთ ათზე მეტ გამოცდილ კომპანიასთან, ვადარებთ ფასებს და გირჩევთ საუკეთესო გზას. დაგეხმარებით პროდუქტი საწარმოდან მოვიდეს თქვენამდე. ისევე როგორც, შეგიძლიათ თავად მოახდინოთ ტვირთის ტრანსპორტირება, ამ შემთხვევაში მოვახდენთ პროდუქტის (EXW, FCA, FOB) მიწოდებას ჩინეთის მასშტაბით სასურველ ადგილას.
ქართული მენეჯმენტის ქვეშ, გუნდები განაწილებულია სამ ქვეყანაში. საქართველოში, უზბეკეთსა და ჩინეთში. მომხმარებელთან კომუნიკაცია, ინფორმაციის გაცვლა, შეკვეთის განხორციელება და ა.შ. ხდება იმავე ქვეყნის ჩვენს ოფიციალურ წარმომადგენლებთან. ცენტრალური ოფისი მდებარეობს ქუნმინში (Kunming), იუნანის პროვინციაში (Yunnan Province), საიდანაც იმართება სამუშაო პროცესები. ხოლო, ქალაქ გუანჯოუს (Guangzhou) ფილიალში ხდება ტვირთის მიღება, ინსპექცია, განაწილება და დაკომპლექტება.