Our Gallery

დაგვიკავშირდით

chineti

5 ნიშანი, რომ ჩინელი მომწოდებელი არასანდოა: როგორ დავიცვათ თქვენი ბიზნესი

ჩინეთიდან პროდუქციის იმპორტი უდიდეს შესაძლებლობებს უხსნის ქართულ ბიზნესს — დაბალი ფასები, მრავალფეროვანი არჩევანი და წარმოების მასშტაბურობა ბევრ მეწარმეს იზიდავს. მაგრამ ამ მაცდუნებელი პერსპექტივის უკან იმალება რისკები, რომლებმაც შეიძლება თქვენი ინვესტიცია წყალში ჩაყაროს. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არასანდო მომწოდებლისგან თავის დაცვაა. როგორ ამოვიცნოთ თაღლითი და დავიცვათ ჩვენი ბიზნესი? ამ ბლოგში განვიხილავთ 5 მთავარ “წითელ დროშას”, რომელიც დაგეხმარებათ, […]

chinetidan-importi

ახალი ტრანზიტული მარშრუტი აერთიანებს აზიასა და ევროპას

2025 წლის 24 მაისს, ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან ფოთის პორტისა და თბილისის მიმართულებით პირველად გაეშვა China-Europe Railway Express-ის ექსპრეს მატარებელი. ეს არამარტო მნიშვნელოვანი ლოგისტიკური მიღწევაა, არამედ რეალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიცია ევრაზიული სატრანზიტო ქსელის ცენტრად.  რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? ახალი მარშრუტი წარმოადგენს სამმაგი მოდელის ლოგისტიკურ გადაწყვეტას — რკინიგზა, ზღვა და კვლავ რკინიგზა: ვუჰანი […]

6g

ჩინეთი ციფრული ინოვაციების ლიდერად: 6G-ის ეპოქა

ჩინეთი კიდევ ერთხელ ამტკიცებს თავის გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერობას. ქვეყნის მიზანია მომავლის ტელეკომუნიკაციის სტანდარტების ჩამოყალიბება — 6G ტექნოლოგიის განვითარება და მოწინავე ციფრული ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რაც გარდაქმნის არა მხოლოდ მის ეროვნულ ეკონომიკას, არამედ გლობალურ ინდუსტრიულ სისტემებსაც. 6G და 5G-Advanced: მომავლის კავშირები ჩინეთი არ ჩერდება 5G ქსელის განვითარებაზე. ინოვაციური სტრატეგიის ფარგლებში, ქვეყანა მუშაობს 5G-Advanced ტექნოლოგიის განვითარებაზე, რომელიც კიდევ […]

importichinetidan

შეცდომები რომელსაც დამწყები იმპორტიორები უშვებენ

ჩინეთიდან იმპორტი ქართულ ბიზნესში სულ უფრო პოპულარული ხდება. ხელმისაწვდომი ფასები, მრავალფეროვანი პროდუქცია და ტექნოლოგიური ინოვაციები მას ბიზნესისთვის მომგებიან მიმართულებად აქცევს. თუმცა, დამწყები იმპორტიორების უმრავლესობა პირველივე ნაბიჯებზე უშვებს შეცდომებს, რაც სერიოზულ ფინანსურ ზარალს იწვევს. ამ ბლოგში ვიხილავთ, რა შეცდომებს უშვებენ დამწყები იმპორტიორები და როგორ უნდა მოემზადოთ, რომ თავიდან აიცილოთ ეს რისკები. 1. არასანდო მომწოდებლის შერჩევა ერთ-ერთი […]

importi

როგორ მოვერიდოთ თაღლითობას იმპორტის დროს?

ჩინეთიდან იმპორტი ხშირად მიმზიდველად გამოიყურება — დაბალი ფასები, ფართო ასორტიმენტი და სწრაფი წარმოება. მაგრამ ბევრმა მეწარმემ იცის, რომ სერიოზული რისკიც არსებობს — თაღლითობა. ეს შეიძლება იყოს გაუმართლებელი წინასწარი გადახდები, უხარისხო ან განსხვავებული პროდუქცია, კომუნიკაციის წყვეტა გადახდის შემდეგ და ა.შ.  სანდო იმპორტი იწყება სიფრთხილით. აი რამდენიმე რჩევა, როგორ აიცილოთ თავიდან თაღლითობა: 1. შეამოწმეთ მომწოდებლის იდენტობა არასდროს […]

როგორ მოვძებნოთ სანდო მომწოდებელი ჩინეთში?

ჩინეთიდან იმპორტი ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ნაბიჯია, თუმცა მისი წარმატება დიდწილად სწორ მომწოდებელზეა დამოკიდებული. თუ არასწორ არჩევანს გააკეთებთ, შესაძლოა მიიღოთ უხარისხო პროდუქცია, დაგვიანებული მიწოდება ან თაღლითური გარიგებები. ამიტომ, აუცილებელია, იცოდეთ, როგორ მოძებნოთ სანდო და საიმედო პარტნიორი. რისკები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ბევრი ბიზნესი უშვებს შეცდომას და მხოლოდ ონლაინ პლატფორმების მონაცემებზე ეყრდნობა. თუმცა, ეს ყოველთვის არ არის […]

Volkswagen-ის „შეცდომა“, რომელიც აღარასდროს განმეორდება

ბოლო წლებში ავტომრეწველობა სულ უფრო მეტად ციფრულ ტექნოლოგიებზე გადავიდა. სენსორულმა ეკრანებმა თითქოს ყველაფერი უნდა გაემარტივებინათ, მაგრამ შედეგი საპირისპირო აღმოჩნდა. მომხმარებლების უკმაყოფილებამ და უსაფრთხოების კრიტიკამ Volkswagen-ს აიძულა, უკან გადაედგა ნაბიჯი და კვლავ ფიზიკური ღილაკები დაებრუნებინა. რატომ იყო ეს შეცდომა? ავტომობილებში ფიზიკური ღილაკების შეცვლამ სენსორული ეკრანებით პრობლემები შექმნა. მართვის დროს ტაქტილური უკუკავშირის არარსებობა ნიშნავს, რომ მძღოლებს ეკრანზე […]

ჰიდროპონული ვერტიკალური სისტემები: ახალი ერა აგროკულტურაში

  დღევანდელ სამყაროში, სადაც რყევები კლიმატურ პირობებში და რესურსების უკმარისობა ხშირად გვხვდება, თანამედროვე ტექნოლოგიები სულ უფრო მნიშვნელოვანია მიწის აგროკულტურის სექტორში. ჰიდროპონული ვერტიკალური სისტემები ესეც სწორედ ერთ-ერთი ნოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც ხელს უწყობს მცენარეთა გამოზრდას, ყოველგვარი მიწის გამოყენების გარეშე. რა არის ჰიდროპონიკა? ჰიდროპონიკა, ანუ ნიადაგის გარეშე კულტივაცია, არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს მცენარეებს გაიზარდონ წყალში, სადაც გარკვეული […]

134-ე კანტონის გამოფენა

“კანტონის გამოფენა”, რომელიც ასევე ცნობილია როგორც “ჩინეთის იმპორტისა და ექსპორტის გამოფენა”, არის უძველესი, ყველაზე მასშტაბური და წარმომადგენლობითი სავაჭრო გამოფენა ჩინეთში, რომელიც 1957 წლიდან იღებს სათავეს. მთავარ როლს თამაშობს ჩინეთის საგარეო ვაჭრობის განვითარებაში, ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლების წინსვლაში. ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე იმართება ქალაქ გუანჯოუში. 1957 წელს დაარსების დღიდან კანტონის გამოფენა […]