Our Gallery

დაგვიკავშირდით

importi

როგორ მოვერიდოთ თაღლითობას იმპორტის დროს?

ჩინეთიდან იმპორტი ხშირად მიმზიდველად გამოიყურება — დაბალი ფასები, ფართო ასორტიმენტი და სწრაფი წარმოება. მაგრამ ბევრმა მეწარმემ იცის, რომ სერიოზული რისკიც არსებობს — თაღლითობა. ეს შეიძლება იყოს გაუმართლებელი წინასწარი გადახდები, უხარისხო ან განსხვავებული პროდუქცია, კომუნიკაციის წყვეტა გადახდის შემდეგ და ა.შ.

 სანდო იმპორტი იწყება სიფრთხილით. აი რამდენიმე რჩევა, როგორ აიცილოთ თავიდან თაღლითობა:


1. შეამოწმეთ მომწოდებლის იდენტობა

არასდროს ენდოთ მხოლოდ ელფოსტით გაგზავნილ ინფორმაციას ან ვებსაიტს. შეამოწმეთ:

  • კომპანიის რეგისტრაცია და ასაკი
    (უფრო სანდოა 5+ წელზე მეტ გამოცდილების კომპანია.)

  • ლიცენზიები და სერტიფიკატები

  • რეალური მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია


2. გამოიყენეთ დაცული პლატფორმები

იმუშავეთ მხოლოდ სანდო ონლაინ პლატფორმებთან, როგორიცაა:

  • Alibaba (Verified Supplier/Gold Supplier სტატუსით)

  • Made-in-China

  • Global Sources

არასდროს გააკეთოთ გადახდები კერძო ანგარიშებზე ან არასანდო არხებით.


3. მოითხოვეთ ნიმუშები

მთავარი შეცდომაა დიდი შეკვეთის განთავსება ნანახის გარეშე. ყოველთვის მოითხოვეთ ნიმუში:

  • გადაამოწმეთ ხარისხი

  • შეადარეთ სურათებს

  • გაიაზრეთ შეფუთვა და დეტალები


4. გამოიყენეთ კონტრაქტები და გადახდის დაცული ფორმები

დაწერილი შეთანხმება, რომელშიც მითითებულია:

  • რაოდენობა

  • მიწოდების ვადა

  • ხარისხის სტანდარტები

  • გადახდის პირობები

მოწოდებულია საყოველთაოდ მიღებული მეთოდებით: Letter of Credit, Escrow, Trade Assurance (Alibaba-ზე).
(კონტრაქტი ჩინურად უნდაიყოს პირველრიგში და შემდეგ სხვა ენაზე)


5. ეჭვის შემთხვევაში, იმუშაოთ პროფესიონალებთან

თუ არ გაქვთ გამოცდილება ან ეჭვი გეპარებათ, არ გადადგათ ნაბიჯი მარტო. პროფესიონალი გუნდი დაგეხმარებათ:

  • მომწოდებლის გადამოწმებაში

  • მოლაპარაკებებში

  • ხარისხის კონტროლში

  • ლოჯისტიკაში

ჩვენ, როგორც იმპორტის სანდო პარტნიორები 2018 წლიდან, ვიცით, როგორ ავიცილოთ რისკები და უზრუნველვყოთ თქვენი ინტერესები. თქვენი წარმატება ჩვენი მიზანია!


📌 გსურთ, რომ თქვენი იმპორტი იყოს დაცული და ეფექტური?
დაგვიკავშირდით და ერთად ავირჩიოთ სწორი გზა.

Silk Access