Our Gallery

დაგვიკავშირდით

შანხაიში 1500 დრონმა ღამის ცა დაიპყრო

შანხაიში 1500 დრონმა ღამის ცა დაიპყრო

შანხაიში 1500 დრონმა ღამის ცა დაიპყრო გიგანტური QR კოდით. მომხმარებლები მობილურით სკანირების შემდეგ Bilibili-ს ერთ-ერთი ვიდეო თამაშის პორტალზე ხვდებოდნენ. ამ მოვლენას შეგვიძლია ვუწოდოთ ჩინეთის მზარდი ციფრული ეკონომიკისა და სამომხმარებლო სტიმულირების სიმბოლო.

განათებული QR კოდი იყო მსუბუქი შოუს ნაწილი, რომელიც ჩინურმა თამაშების კომპანია Bilibili-მ განათავსა მათი როლერი თამაშის, Princess Connect-ის, გამოშვების პირველ წლისთავზე. შოუს დასრულებისას გამოჩნდა შანხაის ცაზე QR კოდი. ეს ფოტო ვირუსივით მოედო სოც. მეადიას, რამაც გამოიწვია უამრავი გამოხმაურება.

ჩინეთში QR კოდები ყველგან არის გავრცელებული, იგი გამოიყენება ყველაფრისთვის, როგორც ციფრული გადამისამართებისთვის ვებ-საიტებზე თუ აპებზე, ასევე მეგობრების დასამატებლად, შეტყობინების გასაგზავნად, სურსათში თანხების გადასახდელად, თანხის გადასარიცხად, რესტორნებში შეკვეთის გასაკეთებლად და ა.შ., ბაზარშიც კი ციფრულად, QR კოდით ხდება ანგარიშწორება.

Silk Access